არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 28

იეჰოვასთან დამეგობრება

იეჰოვასთან დამეგობრება

(ფსალმუნი 15)

  1. 1. ო, ღმერთო, ვინ სტუმრობს

    ყოველდღე შენს კარავს?

    ვინ არის შენი მეგობარი

    და შენი ნდობა აქვს?

    ვინც შენს სიტყვას იკვლევს,

    დადის შენი რწმენით,

    ცხოვრობს სიმართლით, ერთგულებით

    და ჭეშმარიტებით.

  2. 2. ვის იცნობ სახელით?

    შენს ტახტთან ვის იწვევ?

    ვინ გიხარებს გულს? ვის იწონებ?

    მეგობრად ვის ირჩევ?

    ვინც შენს სიტყვას ისმენს

    და შენს სახელს აქებს,

    პატიოსანი არის გულით

    და ამბობს სიმართლეს.

  3. 3. თუ ღმერთს მივანდობთ ტვირთს,

    ლოცვით გულს გავუხსნით,

    დაგვიახლოებს და ვიგრძნობთ, რომ

    ზრუნავს სიყვარულით.

    გვსურს, გაგრძელდეს მუდამ

    მეგობრობა შენთან,

    რადგან ვერასდროს მსგავს მეგობარს

    ჩვენ ვერ ვნახავთ ვერსად.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 139:1; 1 პეტ. 5:6, 7)