არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 15

აქეთ იეჰოვას პირმშო!

აქეთ იეჰოვას პირმშო!

(ებრაელები 1:6)

  1. 1. იეჰოვას პირმშო

    და მეფე ყველამ აქეთ!

    მას მოაქვს კურთხევები.

    ის სიმართლით მეფობს დღეს.

    ჩვენს მეფეს ღმერთი უყვარს

    და მის სახელს განწმენდს.

    ღვთის უზენაესობას

    ყველგან გააცხადებს.

    (მისამღერი)

    ყველამ აქეთ პირმშო,

    იეჰოვას ცხებული.

    ის სიონზე დღეს მეფობს,

    მმართველი დიდებული.

  2. 2. ღვთის ძე მოკვდა ჩვენთვის,

    რათა ვიყოთ ცოცხლები,

    გამოგვისყიდა თავად,

    გვეპატია ცოდვები.

    ცხებულთა „საპატარძლო“

    ელოდება ქრისტეს,

    და ეს ქორწინება ღვთის

    სიმართლეს ამტკიცებს.

    (მისამღერი)

    ყველამ აქეთ პირმშო,

    იეჰოვას ცხებული.

    ის სიონზე დღეს მეფობს,

    მმართველი დიდებული.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 2:6; 45:3, 4; გამოცხ. 19:8)