არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 148

იეჰოვა მხსნელი ღმერთია

იეჰოვა მხსნელი ღმერთია

(2 სამუელი 22:1–8)

  1. 1. იეჰოვა, ცოცხალო ღმერთო, მარადჟამს

    შენს ძალას ავლენს ცა,

    დედამიწა და ზღვა.

    შენ ვერ შეგედრებიან ცრუ ღმერთები,

    ვერც ერთი;

    მტრებს უპირებ აღგვას.

    (მისამღერი)

    ერთგულებს იხსნის ღმერთი იეჰოვა,

    თავის მსახურთა მცველი ძლიერი კლდეა.

    გაბედულად, ღვთისადმი

    რწმენით გავაცხადებთ

    იეჰოვას, მხსნელი ღვთის დიდებას,

    მის სახელს.

  2. 2. სიკვდილის პირას მყოფი მე შენ მოგიხმობ:

    „მომეც ძალა შენი,

    იეჰოვა, ღმერთო“.

    მოისმინე ჩემი ხმა შენი წმინდა ტაძრიდან,

    „დამიხსენი,

    შენ გთხოვ“.

    (მისამღერი)

    ერთგულებს იხსნის ღმერთი იეჰოვა,

    თავის მსახურთა მცველი ძლიერი კლდეა.

    გაბედულად, ღვთისადმი

    რწმენით გავაცხადებთ

    იეჰოვას, მხსნელი ღვთის დიდებას,

    მის სახელს.

  3. 3. ზეციდან დაიქუხებ

    და გამოსცემ ხმას.

    შენს მსახურთ აკურთხებ,

    მტრებს შიში მოიცავს.

    იქცევი იმად, რადაც გსურს,

    და ყველა იხილავს,

    როგორ იხსნი შენს ხალხს.

    (მისამღერი)

    ერთგულებს იხსნის ღმერთი იეჰოვა,

    თავის მსახურთა მცველი ძლიერი კლდეა.

    გაბედულად, ღვთისადმი

    რწმენით გავაცხადებთ

    იეჰოვას, მხსნელი ღვთის დიდებას,

    მის სახელს.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 18:1, 2; 144:1, 2)