არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 115

ღვთის მოთმინებისთვის მადლიერნი

ღვთის მოთმინებისთვის მადლიერნი

(2 პეტრე 3:15)

  1. 1. ო, იეჰოვა, ფლობ დიდ ძალას

    და გვიცხადებ შენს სამართალს.

    ვრცელდება ბოროტება დღეს,

    რაც ჩვენ დიდ ტკივილს გვაყენებს.

    ხალხი ფიქრობს, რომ აყოვნებ შენ,

    თუმც ვიცით, დიდხანს არ მოითმენ.

    (მისამღერი)

    შენ შემოგყურებთ იმედით,

    შენს სახელს ვაქებთ მადლიერნი.

  2. 2. ათასი წელი შენთვის არის

    განვლილი ერთი დღესავით.

    შენი დღე გვიახლოვდება,

    მოვა და არ დაყოვნდება.

    ცოდვა და ბოროტება შენ გძულს,

    ვინც ინანიებს, გიხარებს გულს.

    (მისამღერი)

    შენ შემოგყურებთ იმედით,

    შენს სახელს ვაქებთ მადლიერნი.

(იხილეთ აგრეთვე ნეემ. 9:30; ლუკ. 15:7; 2 პეტ. 3:8, 9)