არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 113

ჩვენი მშვიდობა

ჩვენი მშვიდობა

(იოანე 14:27)

  1. 1. ყველა განადიდებდეს

    იეჰოვა ღმერთს,

    ის მშვიდობას მოგვიტანს

    და შეწყვეტს ომებს.

    გვყავს „მშვიდობის მთავარი“,

    მისი ძე ქრისტე,

    ის სიმართლით იბრძვის და

    მალე სძლევს ღვთის მტრებს.

  2. 2. ბრაზს და რისხვას ვიშორებთ,

    რაც მტრობას იწვევს.

    ბასრი მახვილებისგან

    ვჭედავთ სახნისებს.

    თუ მშვიდობას ვესწრაფვით,

    მივუტევებთ სხვას,

    ვიცხოვრებთ, როგორც მართებს

    იესოს მშვიდ „ცხვარს“.

  3. 3. ღვთის მშვიდობა მიგვიძღვის

    და გვისწორებს გზებს,

    სიხარულით ვასრულებთ

    ჩვენ ღვთის ბრძანებებს.

    სხვებზე ზრუნვით მშვიდობას

    ჩვენ შევუწყობთ ხელს,

    ღვთის სამეფო მშვიდობით

    მალე გვაკურთხებს.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 46:9; ეს. 2:4; იაკ. 3:17, 18)