ვიდეოშეთავაზება სამქადაგებლო მსახურებისთვის

ვიდეორგოლები, რომლებიც ბიბლიურ თემებზე საუბრის დაწყებაში გვეხმარება.

„თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“

იმის ცოდნა, თუ როგორ გაჩნდა სიცოცხლე, დაგვეხმარება, გავიგოთ, რატომ გავჩნდით ამ ქვეყნად.

„თქვენი ოჯახის ბედნიერება თქვენს ხელთაა!“

დღეს ქორწინებისა და ოჯახის ინსტიტუტს საფრთხე ემუქრება. ბიბლიაში ჩაწერილი რჩევები ოჯახური ბედნიერების საწინდარია.

„გსურთ სასიხარულო ცნობის მოსმენა?“

ბიბლიიდან ვიგებთ სასიხარულო ცნობას ნათელი მომავლის შესახებ. ღვთის სიტყვა დაგეხმარებათ გყავდეთ ბედნიერი ოჯახი, შეიძინოთ ნამდვილი მეგობრები და გქონდეთ შინაგანი სიმშვიდე.

არსებობს იმედი გარდაცვლილთათვის?

ბიბლიური დანაპირების თანახმად, აქ, დედამიწაზე, კვლავ შევხვდებით ჩვენს საყვარელ ადამიანებს, რომლებიც სიკვდილმა გამოგვაცალა ხელიდან.

ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?

ბევრს აინტერესებს, ვინ არიან იეჰოვას მოწმეები. შეგიძლიათ თავად მათგან გაიგოთ სიმართლე.