სამუელი — წიგნი მეორე 1:1—27

  • დავითი საულის სიკვდილის ამბავს იგებს (1—16).

  • დავითის სამგლოვიარო სიმღერა საულსა და იონათანზე (17—27).

1  მოკვდა საული. ამალეკელებზე გამარჯვებული დავითი ორი დღის დაბრუნებული იყო ციკლაგში.+  მესამე დღეს მოვიდა ერთი კაცი საულის ბანაკიდან, ტანსაცმელშემოხეული და თავზე მტვერდაყრილი. მივიდა დავითთან, მუხლი მოიყარა და პირქვე დაემხო.  ჰკითხა მას დავითმა: „საიდან მოდიხარ?“ მან მიუგო: „ისრაელის ბანაკიდან გამოვიქეცი“.  უთხრა მას დავითმა: „გთხოვ, მომიყევი, რა მოხდა!“ მან მიუგო: „გაიქცა ხალხი ბრძოლის ველიდან, ბევრიც დაეცა. დაიხოცნენ საულიცა და მისი ვაჟი იონათანიც“.+  ჰკითხა დავითმა იმ ყმაწვილკაცს, ამბის მომტანს: „საიდან იცი, რომ დაიხოცნენ საული და მისი ვაჟი იონათანი?“  მან მიუგო: „შემთხვევით გილბოას მთაზე+ მოვხვდი და დავინახე თავისივე შუბზე დაყრდნობილი საული; ეტლები და მხედრები უახლოვდებოდნენ მას.+  როცა მობრუნდა და დამინახა, დამიძახა. ვუთხარი, გისმენ-მეთქი, ბატონო.  მკითხა, ვინა ხარო. მეც მივუგე, ამალეკელი+ ვარ-მეთქი.  მთხოვა, მოდი და მომკალი, რადგან საშინლად ვიტანჯები და არც ვკვდებიო. 10  მივედი და მოვკალი,+ რადგან ვიცოდი, რომ მაინც ვერ იცოცხლებდა, რადგან მძიმედ იყო დაჭრილი. თავიდან გვირგვინი მოვხსენი, ხელიდან კი — სამაჯური, და აი ჩემს ბატონს მოვუტანე“. 11  მაშინ დავითმა ჩაბღუჯა თავისი ტანსაცმელი და შემოიხია; ასევე მოიქცნენ მასთან მყოფნიც. 12  საღამომდე მოთქვამდნენ, ტიროდნენ და მარხულობდნენ,+ რადგან მახვილით დაიხოცნენ საული, მისი ვაჟი იონათანი და მრავალი იეჰოვას ხალხიდან, ისრაელიდან.+ 13  ჰკითხა დავითმა ამბის მომტანს: „სადაური ხარ?“ მან მიუგო: „ამალეკელი ვარ, უცხოელი კაცის შვილი“. 14  უთხრა მას დავითმა: „როგორ არ შეგეშინდა, იეჰოვას ცხებულის მოსაკლავად რომ აღმართე ხელი!“+ 15  მოუხმო დავითმა თავის ერთ-ერთ მსახურს და უთხრა: „მიდი, მოკალი!“ მანაც დაჰკრა მახვილი და მოკლა.+ 16  დავითმა თქვა: „შენზე იყოს შენი სისხლი, რადგან შენივე პირით დაამოწმე საკუთარი თავის წინააღმდეგ, როცა თქვი, მე მოვკალიო იეჰოვას ცხებული!“+ 17  სამგლოვიარო სიმღერა იმღერა დავითმა საულსა და მის ვაჟ იონათანზე,+ 18  და ბრძანა, რომ იუდას მკვიდრთ ესწავლათ ეს სიმღერა, „მშვილდი“, რომელიც იაშარის წიგნში ჩაიწერა:+ 19  „შენს მაღლობებზე დასამარდა შენი მშვენება, ისრაელო!+ როგორ დაეცნენ ვაჟკაცები! 20  არ გაამხილოთ ეს გათში,+არ გააცხადოთ ეს აშკელონის ქუჩებში,თორემ გაიხარებენ ფილისტიმელთა ასულები,მოილხენენ წინადაუცვეთელთა ქალიშვილები. 21  გილბოას მთებო,+არ გეღირსოთ ცვარი და წვიმა,წმინდა შესაწირავისთვის ნაყოფის მომცემი მინდვრები,+რადგან მანდ წაიბილწა ვაჟკაცთა ფარიდა საულის ფარი აღარ არის ზეთით ცხებული! 22  ისე არ ბრუნდებოდა იონათანის მშვილდიდა საულის მახვილი,+ რომ სისხლი არ დაეღვარათდა ვაჟკაცთა ხორცი არ განეგმირათ.+ 23  საული და იონათანი,+ სიცოცხლეში საყვარელნი და ძვირფასნი,სიკვდილმაც ვერ გაყარა.+ არწივზე სწრაფნი იყვნენ+და ლომზე — ძლიერნი.+ 24  იგლოვეთ საული, ისრაელის ასულებო,ის, ვინც ძოწეულით გმოსავდათდა ძვირფასეულობით გამკობდათ, ის, ვინც ოქროს სამკაულებით გიმშვენებდათ სამოსელს! 25  როგორ დაეცნენ ვაჟკაცები ბრძოლის ველზე! განგმირული წევს შენს მაღლობებზე იონათანი!+ 26  ვწუხვარ შენზე, ჩემო ძმაო, იონათან,მეტად ძვირფასი იყავი ჩემთვის!+ ჩემთვის შენი სიყვარული ქალის სიყვარულზე მშვენიერი იყო.+ 27  როგორ დაეცნენ ვაჟკაცებიდა როგორ განადგურდა საბრძოლო იარაღი!“

სქოლიოები