რიცხვები 19:1—22

  • წითელი დეკეული და განმწმენდი წყალი (1—22).

19  იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა:  «ეს არის იეჰოვას მიერ ისრაელებისთვის დაწესებული კანონი: „მოგიყვანონ საღი, უნაკლო+ და უღელდაუდგმელი წითელი დეკეული.  შემდეგ მიუყვანეთ ის ელეაზარ მღვდელს; იგი ბანაკის გარეთ გაიყვანს მას და მის წინაშე დაკლავენ.  აიღოს თითით ელეაზარ მღვდელმა მისი სისხლი და შვიდჯერ დააწვეთოს შეხვედრის კარვის შესასვლელის მხარეს.+  მის თვალწინ უნდა დაწვან დეკეული — მისი ტყავი, ხორცი, სისხლი და ნეხვი.+  აიღოს მღვდელმა კედრის ხის ტოტი, უსუპი,+ ალისფერი ნართი და დაყაროს ცეცხლზე, სადაც დეკეულს დაწვავენ.  გაირეცხოს მღვდელმა ტანსაცმელი, იბანაოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლება ბანაკში შესვლა, ოღონდ საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.  ვინც დეკეულს დაწვავს, ტანსაცმელი გაირეცხოს, იბანაოს და საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.  ვინც განწმენდილია, შეაგროვოს დეკეულის ფერფლი+ და ბანაკის გარეთ სუფთა ადგილას დაყაროს. ის ისრაელებს განმწმენდი წყლის დასამზადებლად ექნებათ.+ ეს არის ცოდვის შესაწირავი. 10  დეკეულის ფერფლის შემგროვებელმა ტანსაცმელი გაირეცხოს და საღამომდე გაუწმინდურებული იქნება. ეს იქნება სამარადისო წესი როგორც ისრაელებისთვის, ისე თქვენ შორის მცხოვრები უცხოელებისთვის.+ 11  ვინც მკვდარს შეეხება, შვიდი დღე გაუწმინდურებული იქნება.+ 12  ის მესამე დღეს უნდა განიწმინდოს განმწმენდი წყლით და მეშვიდე დღეს განწმენდილი იქნება. თუ მესამე დღეს არ განიწმინდება, მეშვიდე დღეს განწმენდილი ვერ იქნება. 13  ვინც მკვდარს შეეხება და არ განიწმინდება, ის იეჰოვას კარავს წაბილწავს;+ ის უნდა მოკვდეს.+ ვინაიდან მას განმწმენდი წყალი+ არ სხურებია, ის გაუწმინდურებული დარჩა. 14  ეს არის კანონი: როცა ვინმე კარავში მოკვდება, ამ დროს ვინც კარავში იყო ან ვინც იქ შევა, შვიდი დღე გაუწმინდურებული იქნება; 15  გაუწმინდურდება ნებისმიერი თავღია ჭურჭელიც.+ 16  ვინც ტრიალ მინდორში მკვდარს*, ადამიანის ძვალს ან სამარხს შეეხება, შვიდი დღე გაუწმინდურებული იქნება.+ 17  გაუწმინდურებულის განსაწმენდად აიღონ ფერფლი ცოდვის შესაწირავიდან, რომელიც დაიწვა, ჩაყარონ ჭურჭელში და ზედ წყაროს წყალი დაასხან. 18  შემდეგ განწმენდილმა კაცმა+ აიღოს უსუპი,+ ჩააწოს წყალში და მოასხუროს კარავს, ჭურჭელს, იქ მყოფთ და მას, ვინც შეეხო ძვალს, მკვდარს ან სამარხს. 19  ვინც განწმენდილია, განმწმენდ წყალს მესამე და მეშვიდე დღეს მიასხურებს გაუწმინდურებულს და იგი მეშვიდე დღეს+ ცოდვისგან განიწმინდება; გაირეცხოს მან ტანსაცმელი, იბანაოს და საღამოს გაწმენდილი იქნება. 20  ვინც გაუწმინდურებული იქნება და არ განიწმინდება, უნდა მოკვდეს,+ რადგან მან იეჰოვას წმინდა ადგილი წაბილწა. მას განმწმენდი წყალი არ სხურებია; ის გაუწმინდურებული დარჩა. 21  ეს იქნება მათთვის სამარადისო წესი: განმწმენდი წყლის+ მსხურებელმა გაირეცხოს ტანსაცმელი; ის, ვინც განმწმენდ წყალს შეეხო, საღამომდე გაუწმინდურებული იქნება. 22  რასაც გაუწმინდურებული შეეხება, გაუწმინდურდება, და ვინც გაუწმინდურებულს შეეხება, საღამომდე გაუწმინდურებული იქნება“.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „მახვილით მოკლულს ან გვამს“.