იგავები 19:1—29

  • „გამჭრიახობა რისხვას აცხრობს“ (11).

  • „ანჩხლი ცოლი მჟონავი სახურავივითაა“ (13).

  • გონიერი ცოლი იეჰოვას საჩუქარია (14).

  • დასაჯე შვილი, სანამ ხელიდან წასულა (18).

  • რჩევის მოსმენა სიბრძნის მაჩვენებელია (20).

19  ჯობია, ღარიბი და პატიოსანი* იყო,+ვიდრე სულელი და მატყუარა.+   არ ვარგა, როცა კაცს ცოდნა არა აქვს;+ვინც ნაჩქარევად მოქმედებს, შესცოდავს.   კაცს თავისივე უგუნურებით ერევა გზა-კვალი,მისი გული კი იეჰოვას ურისხდება.   მდიდარს ბევრი უმეგობრდება,ღარიბს კი თავისი მეგობარიც შორდება.+   ცრუმოწმეს სასჯელი არ ასცდება;+ვინც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება, ვერ გადარჩება.+   ბევრი ცდილობს დიდებულის გულის მოგებას;ყველა უმეგობრდება მას, ვინც საჩუქრებს არიგებს.   ღარიბი ყველა ძმას სძულს;+მეგობრებიც კი გაურბიან!+ ემუდარება მათ, მაგრამ არავინ პასუხობს.   ვინც გონიერებას იძენს, მას საკუთარი თავი უყვარს;+ ვინც გამჭრიახობას ინარჩუნებს, ხელი მოემართება.+   ცრუმოწმეს სასჯელი არ ასცდება;ვინც ყოველ ფეხის ნაბიჯზე იტყუება, დაიღუპება.+ 10  როგორც სულელს არ შეჰფერის ფუფუნებაში ცხოვრება,ისე მსახურს — მთავრებზე ბატონობა!+ 11  გამჭრიახობა რისხვას აცხრობს;+დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის.+ 12  მეფის რისხვა ლომის ბრდღვინვასავითაა,+მისი კეთილგანწყობა კი — ბალახზე მოფენილი ნამივით. 13  სულელი ვაჟი მამას აუბედურებს;+ანჩხლი ცოლი მჟონავი სახურავივითაა.+ 14  სახლი და სიმდიდრე მამის დანატოვარია,გონიერი ცოლი კი იეჰოვას საჩუქარია.+ 15  სიზარმაცემ ღრმა ძილი იცის;ზოზინა კაცი მშიერი იქნება.+ 16  ვინც მცნებებს იცავს, თავის სიცოცხლეს იცავს,+ხოლო ვისთვისაც სულერთია, რა გზით დადის, დაიღუპება.+ 17  ვინც ღარიბს სწყალობს, სესხს აძლევს იეჰოვას;+ის გადაუხდის მას მისი საქმისამებრ.+ 18  დასაჯე შენი შვილი, სანამ ხელიდან წასულა,+რათა მისი სიკვდილი შენი ბრალი არ იყოს.+ 19  ფიცხი კაცი სასჯელს ვერ გაექცევა.თუ ერთხელ დაიხსნი, მერე მრავალგზის მოგიწევს მისი დახსნა.+ 20  ისმინე რჩევა და ყურად იღე დარიგება,+რათა დაბრძენდე.+ 21  კაცი გულში ბევრ რამეს იზრახავს,მაგრამ რასაც იეჰოვა განიზრახავს, ის შესრულდება.+ 22  კაცი სიკეთით* ფასობს;+ჯობია, ღარიბი იყო, ვიდრე მატყუარა. 23  იეჰოვას შიში კაცს სიცოცხლისკენ მიუძღვის;+მშვიდად დაიძინებს და ცუდი არაფერი შეემთხვევა.+ 24  ზარმაცი ხელს ყოფს ჯამში,მაგრამ პირთან მიტანა ეზარება.+ 25  დამცინავს დაარტყი,+ რათა გამოუცდელმა წინდახედულობა შეიძინოს.+გონიერი შეაგონე, რომ ცოდნა გაიღრმაოს.+ 26  ვინც მამას ცუდად ეპყრობა და დედას თავიდან იშორებს,სამარცხვინოდ და საძრახისად იქცევა.+ 27  შვილო, თუ რჩევა-დარიგებას აღარ მიიღებ,ცოდნის გზიდან გადაუხვევ. 28  უვარგისი მოწმე სამართალს არად აგდებს;+ბოროტს სიავის ჩადენა სიამოვნებს.+ 29  დამცინავს სასჯელი არ ასცდება,+სულელთა ზურგს კი — დარტყმა.+

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).