არჩეულ მასალაზე გადასვლა

ცეცხლმოკიდებული საბურავების მეშვეობით გადაკეტილი გზა (პორტ-ო-პრენსი, ჰაიტი)

19 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2024
ჰაიტი

სამოქალაქო არეულობა ჰაიტიზე

სამოქალაქო არეულობა ჰაიტიზე

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჰაიტიზე კრიმინალური დაჯგუფებების მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები და სამოქალაქო არეულობა არაერთ ჩვენს და-ძმას შეეხო. 2024 წლის 2 მარტს ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსში არეულობა განსაკუთრებით გამწვავდა. შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ნაგებობებზე განახორციელეს თავდასხმა. მთავრობამ კომენდანტის საათი დააწესა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სხვადასხვა წყაროების ცნობით მრავალი დაიღუპა, დაახლოებით 15 000-ს ადამიანს კი საცხოვრებლის დატოვება და ქვეყნის შედარებით უსაფრთხო ნაწილში გადასვლა მოუწია.

დაზარალებული და-ძმები

  • ჩვენი არცერთი და-ძმა არ დაღუპულა.

  • საცხოვრებლის დატოვება მოუწია 113 იეჰოვას მოწმეს.

  • დაინგრა 2 სახლი.

  • 5 ოჯახის ქონება სრულად მიიტაცეს მძარცველებმა.

  • იეჰოვას მოწმეების არც ერთი დარბაზი არ დაზიანებულა.

დაზარალებულთა დახმარება

  • დაზარალებულთათვის დახმარების გასაწევად ჩამოყალიბდა დაზარალებულთა დახმარების ოთხი კომიტეტი.

  • სარაიონო ზედამხედველები და უხუცესები ზრუნავენ დაზარალებული და-ძმების სულიერ და ფიზიკურ საჭიროებებზე.

ყველანი ვლოცულობთ ჩვენი ჰაიტელი და-ძმებისთვის, რათა იეჰოვამ მისცეს მათ სიბრძნე და შინაგანი სიმშვიდე ამ რთულ პერიოდში. ჩვენ მათთან ერთად ვ­ელით იეჰოვას მიერ დაპირებულ ახალ ქვეყნიერებას, სადაც „იმეფებს მშვიდობა“ (ფსალმუნი 72:7).