არჩეულ მასალაზე გადასვლა

დიმიტრი და მარინა დოლჟიკოვები

2 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 3 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023
რუსეთი

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | რწმენის მაგალითებით განმტკიცებული

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | რწმენის მაგალითებით განმტკიცებული

2023 წლის 30 ივნისს ლენინსკის რაიონულმა სასამართლომ (ნოვოსიბირსკი) დამნაშავედ ცნო დიმიტრი დოლჟიკოვი და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ პატიმრობის ნაცვლად იძულებითი შრომის ვალდებულება დაეკისრებინა მისთვის. ამ სამი წლის მანძილზე სახელმწიფო მას ხელფასის 10%-ს დაუკავებს. გარდა ამისა, დიმიტრის ეკრძალება ქალაქის დატოვება.

ზოგადი ინფორმაცია

გვჯერა, იეჰოვა კვლავაც მხარში ამოუდგება როგორც დიმიტრის, ისე თითოეულ ჩვენგანს. მას ხომ მხედველობიდან არ რჩება ჩვენი რწმენა და მოთმინება (გამოცხადება 2:19).

დროის დიაგრამა

  1. 2022 წლის 13 მაისი

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

  2. 2022 წლის 8 სექტემბერი

    გაჩხრიკეს დიმიტრის ბინა, რის შემდეგაც ის განყოფილებაში გადაიყვანეს.

  3. 2022 წლის 9 სექტემბერი

    ჯერ დაკითხვა მოუწყვეს, შემდეგ კი ჩელიაბინსკიდან 1 500 კილომეტრის მოშორებით ნოვოსიბირსკში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში თვითმფრინავით გადაიყვანეს.

  4. 2022 წლის 11 ნოემბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

  5. 2022 წლის 24 ნოემბერი

    გადაიყვანეს შინაპატიმრობაში.