არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნიდან მარჯვნივ: ტატიანა ბონდარენკო, ტატიანა სვობოდა და ელენა ნესტეროვა

10 ᲘᲕᲚᲘᲡᲘ, 2023
რუსეთი

ამურის კომსომოლსკში სამი და დამნაშავედ ცნეს

ამურის კომსომოლსკში სამი და დამნაშავედ ცნეს

2023 წლის 23 მარტს ამურის კომსომოლსკის ცენტრალურმა რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო ტატიანა ბონდარენკო, ელენა ნესტეროვა და ტატიანა სვობოდა და 5 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა. მათთვის გამოტანილი განაჩენი არ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას.

ზოგადი ინფორმაცია

ვლოცულობთ, იეჰოვამ კვლავაც გააძლიეროს ჩვენი დები, რათა ერთგულების შენარჩუნება შეძლონ (რუთი 2:12).

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 21 სექტემბერი

    სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ტატიანა სვობოდას წინააღმდეგ.

  2. 2021 წლის 18 ოქტომბერი

    გამოძიება დაიწყო ტატიანა ბონდარენკოსა და ელენა ნესტეროვას საქმეზე.

  3. 2021 წლის 20 ოქტომბერი

    მათ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა.

  4. 2022 წლის 28 აგვისტო

    მათ ოფიციალურად წაუყენეს ბრალი.

  5. 2022 წლის 28 დეკემბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.

  6. 2023 წლის 23 მარტი

    სამივე და დამნაშავედ ცნეს და 5 წლით პირობითი სასჯელი შეუფარდეს.