არჩეულ მასალაზე გადასვლა

და-ძმები გამოფენაზე; მათ უკან ჩანს წარწერა: „უძველესი და დღემდე პრაქტიკული წიგნი“.

24 ᲜᲝᲔᲛᲑᲔᲠᲘ, 2023
ეკვადორი

წიგნების საერთაშორისო გამოფენა ეკვადორში

წიგნების საერთაშორისო გამოფენა ეკვადორში

2023 წლის 20—24 სექტემბერს გუაიაკილში (ეკვადორი) გაიმართა წიგნების მე-9 საერთაშორისო გამოფენა, რომელსაც 30 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია. კუთხეს, სადაც ჩვენი ლიტერატურა იყო წარმოდგენილი, ასეთი წარწერა ჰქონდა: „უძველესი და დღემდე პრაქტიკული წიგნი“. მთავარი აქცენტი იმაზე გაკეთდა, თუ როგორი პრაქტიკული წიგნია ბიბლია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. პუბლიკაციები წარმოდგენილი იყო შემდეგ ენებზე: ჩინური მანდარინული, ინგლისური, პორტუგალიური, კეჩუა (ჩიმბორასო), კეჩუა (იმბაბურა) და ესპანური. დაახლოებით 150-მა და-ძმამ მიიღო მონაწილეობა ამ გამოფენაში. მთლიანობაში 700-ზე მეტი პუბლიკაცია გავრცელდა და ბევრმა დამთვალიერებელმა ისწავლა, როგორ მოეძებნა სხვადასხვა საკითხი ვებგვერდზე jw.org.

და ერთ-ერთ დამთვალიერებელს აჩვენებს, როგორ ჩამოტვირთოს პუბლიკაციები ვებგვერდიდან.

ჩვენს და-ძმებს ერთი მამაკაცი გამოელაპარაკა, რომელსაც თავისი შვილების მდგომარეობა და პრობლემები აღელვებდა. ძმებმა მას აუხსნეს, რომ ბიბლიაში მოცემული რჩევები ახალგაზრდებს დიდ დახმარებას უწევს სირთულეებთან ბრძოლაში. მამაკაცმა ძმებს გამოართვა წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, პირველი და მეორე ტომი და აღნიშნა: „არ მეგონა, ისეთ წიგნს თუ ვნახავდი, სადაც ასეთი ღირებული რჩევები იქნებოდა მოცემული“.

ერთმა ქალბატონმა ძმებს ბიბლია სთხოვა და უთხრა, რომ დაცულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, რის გამოც იეჰოვას მოწმეებთან ნაკლებად აქვს შეხება. ჩვენმა დამ მას ბიბლია აჩუქა და უფასო ბიბლიის შესწავლა შესთავაზა. ამ ქალბატონმა ვებგვერდის მეშვეობით შეავსო ანკეტა და მოითხოვა, რომ მოწმეები მასთან მისულიყვნენ.

მოწმეები მამაკაცს ესაუბრებიან.

ერთმა ძმამ, დიეგომ, რომელიც ამ გამოფენაში იღებდა მონაწილეობას, თქვა: „შესაძლოა ბევრისთვის ცნობილია ჩვენი ვებგვერდის jw.org ლოგო, თუმცა ცოტამ თუ იცის, რა ცნობას გადავცემთ ხალხს. იმედი მაქვს, ამ გამოფენიდან ბევრი შეიტყობდა, რამდენად ღირებული წიგნია ბიბლია“.

გვიხარია, რომ ეკვადორში მცხოვრებ და-ძმებს საშუალება ჰქონდათ, მოსახლეობისთვის გაეცნოთ, თუ როგორი პრაქტიკული და ბრძნული რჩევებია ბიბლიაში მოცემული (იგავები 3:21).