არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბიოეთიკა და კანონი

იეჰოვას მოწმეები აფასებენ სიცოცხლეს და ცდილობენ, მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება აირჩიონ, როდესაც საფრთხე ემუქრება მათ ან მათი შვილების ჯანმრთელობას. მკურნალობის მეთოდების უმეტესობა მათთვის მისაღებია. უმეტეს შემთხვევაში ისინი უარს არც ოპერაციებზე ამბობენ და არც ანესთეზიური საშუალებების გამოყენებაზე; აგრეთვე მზად არიან, ისარგებლონ სამედიცინო აპარატურით, ჩაიტარონ მკურნალობა და გამოიყენონ სისხლდენის შესაჩერებელი საშუალებები. თუმცა იეჰოვას მოწმეებს სჯერათ, რომ სისხლის გადასხმა (რაშიც შედის მთლიანი სისხლი, ერითროციტები, ლეიკოციტები, თრომბოციტები და პლაზმა) ან ოპერაციამდე საკუთარი სისხლის ჩაბარება შემდგომი გამოყენებისთვის ეწინააღმდეგება ბიბლიას.

ექიმებმა, რომლებიც იეჰოვას მოწმე პაციენტებს მკურნალობენ, მხედველობაში უნდა მიიღონ ეთიკასთან დაკავშირებული საკითხები და გაითვალისწინონ პაციენტის უფლებები და მათი სოციალური მდგომარეობა.